
თურქულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ესაუბრობას მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე.
"მე მჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ ეს ჰუმანიტარული ხიდი გაგრძელდეს" - თქვა ერდოღანმა.
მისივე განცხადებით, გეგმავს სატელეფონო ზარს და არ დაელოდება აგვისტოს, როცა პუტინის თურქეთში ვიზიტს ელიან.
რუსეთმა დღეს განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა.