ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" შეწყვეტას ეხმაურება და რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს.
"მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. #EUSolidarityLanes გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას," - წერს ლეიენი Twitter-ზე.
ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.