უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით, უკრაინა გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტს მაშინაც კი, თუ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავა, რადგან უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.
მისივე თქმით, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლით მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან დადებულ შეთანხმებებს არღვევს.
"ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; კიდევ ერთი შეთანხმება არის რუსეთი, თურქეთი, გაერო. ასე რომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს [გარიგებას], ის არღვევს თავის შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივან გუტერესთან და [თურქეთის] პრეზიდენტ ერდოღანთან. ჩვენთან არა. მათთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სერგეი ნიკიფოროვმა გამოაქვეყნა.
ზელენსკის თქმით, მან სთხოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს და თურქეთისთვის "ოფიციალური სიგნალების" მომზადება, რათა უკრაინის პრეზიდენტს უპასუხონ, რომ მზად არიან "განაგრძონ ინიციატივა"
"რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შავი ზღვის დერეფანი გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ დაგვიკავშირდნენ კომპანიები, რომლებიც ფლობენ გემებს. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა პორტებიდან მარცვლეულის ტვირთს გაათავისუფლებს, თურქეთი მათ გავლის საშუალებას მისცემს, ყველა მზადაა განაგრძოს მარცვლეულის მიწოდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.