დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ბავშვთა საერთაშორისო ცენტრ "არტეკსა" და რუსეთის 13 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის კულტურისა და განათლების მინისტრები - ოლგა ლიუბიმოვა და სერგეი კრავცოვი - და ჟურნალისტი ანტონ კრასოვსკი. ისინი მხარს უჭერდნენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა. შეზღუდვები შეეხო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც 2015 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას, დევნასა და მოწამვლაში მონაწილეობდნენ.