რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ხიდის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად "კონკრეტული წინადადებები" განიხილა და თქვა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის პასუხი აუცილებლად იქნება.
მედიის ცნობით, შეხვედრის დროს პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა: "იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყირიმის ხიდზე მეორე ტერაქტია, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად".
ამავდროულად, რუსეთის ვიცეპრემიერმა მარატ ხუსნულინმა პუტინს ყირიმის ხიდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ "ხიდის ნაწილის სარკინიგზო ნაწილის ერთ ლიანდაგს მცირე დაზიანება აქვს, ხიდის საყრდენები არ არის დაზიანებული. საავტომობილო ნაწილზე მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია, გაიხსნა საბორნე გადასასვლელი მანქანების გადასაყვანად. ხიდის სარკინიგზო ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"
გარდა ამისა, მისივე თქმით ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარეს - ნოემბერში.