უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთსა და გაეროს მარცვლეულის შეთანხმება რუსეთის გარეშე გაგრძელება შესთავაზა. მან თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანსა და გაეროს გენერალურ მდივანს ანდოტნიო გუტერეშს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ან მისი ექვივალენტის სამმხრივ ფორმატში გაგრძელების წინადადებით ოფიციალური წერილები გაუგზავნა.
"უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ კვების დერეფნის ოპერირება და გემების შემოწმება. აფრიკას აქვს სტაბილურობის უფლება, აზიას აქვს სტაბილურობის უფლება, ევროპას აქვს სტაბილურობის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ. უსაფრთხოებაზე ზრუნვა - დაცვა რუსული სიგიჟისგან უკრაინული საკვები თითქმის 400 მილიონი ადამიანის საბაზისო უსაფრთხოებაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.
"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.