ევროსასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის საჩივარი უარყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარყო რუსეთის ყველა მოთხოვნა, რომელიც 2021 წელს შეტანილ საჩივარში იყო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უგულებელყო სასამართლოს არაერთი მოთხოვნა და არ მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში მას შემდეგ, რაც შეწყვიტა ევროსაბჭოში წევრობა.
სასამართლომ გადაწყვიტა, რომ „რუსეთის ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული განცხადების განხილვის გაგრძელებით“.
2021 წელს მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ბრალდების 10 ჯგუფით. რუსეთი უკრაინას "2014 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში, MH17-ის ჩამოვარდნაში, გატაცებებში, იძულებით გადასახლებაში, ხმის მიცემის უფლებაში ჩარევაში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვასა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმაში" ადანაშაულებდა.
მოსკოვი ასევე ჩიოდა ჩრდილოეთ ყირიმის არხის გადაკეტვაზე და სთხოვდა ევროსასამართლოს გამოეყენებინა დროებითი ზომები, კერძოდ, დაევალებინა უკრაინისთვის, რომ აღედგინა ყირიმისთვის წყლის მიწოდება.
სასამართლომ რუსეთის საჩივარი ყველა თვალსაზრისით უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 8,5 ათას ინდივიდუალურ განცხადებას განიხილავს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. აღსანიშნავის, რომ ეს იყო ერთადერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი უკრაინის წინააღმდეგ.