"უკრაინა თავის მიწაზე კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა გამოიყენებს კასეტურ საბრძოლო მასალებს თავის მიწაზე, რაც მტრის მიმართ სამართლიანია", -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, ბრძოლის ველზე, ახლა მტრის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს გამოიყენებენ, ჩვენ მათ წინააღმდეგ გამოვიყენებთ იმავე იარაღს და სამართლიანადაც ასეა" - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ მიიღო "კასეტური საბრძოლო მასალა 2023 წელს მივიღეთ, რუსეთის  მიერ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოების 9 წლის შემდეგ, სხვადასხვა იარაღით, აკრძალული იარაღით, კლასტერული საბრძოლო მასალის ჩათვლით".

მისივე თქმით, უკრაინამ კასეტური ბომბები მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 9 წელია აკრძალული იარაღით იბრძვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი