"პუტინმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით დიდი შეცდომა დაუშვა" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საკვების იარაღად გამოყენება აირჩია და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა.

"ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის და თუნდაც აზიის ქვეყნები დამოკიდებულნი არიან ამ შეთანხმებებზე, რაზეც გავლენას მოახდენს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება" - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს. 

გარდა ამისა, მაკრონის თქმით "მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობდა პრეზიდენტ პუტინის გულწრფელობაში და საერთო სიკეთისადმი მის ერთგულებაში, პასუხი საკმაოდ ნათელია: მან გადაწყვიტა საკვების შეიარაღება" და ამ ნაბიჯს უწოდა უზარმაზარი შეცდომა.

ცნობისთვის, რუსეთმა შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი 
პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა. 

​"მარცვლეულის შეთანხმება" რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი