რუსეთმა კიევს შეუტია - წინასწარი ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ყველა "შაჰიდი" გაანადგურა

გამოქვეყნდა:

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ 19 ივლისს ღამესა და გამთენიისას რუსეთი დედაქალაქს და კიევის რეგიონს დაესხა თავს. უწყების ცნობით, რუსეთმა "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა, თუმცა ყველა მათგანი თავდაცვამ გაანადგურა.

"მთელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების რთული ღამეა. სამხრეთი, ოდესის რეგიონი - განსაკუთრებით. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა. კვლავ შეუტია დედაქალაქს "შაჰედებით". უშედეგოდ", - წერს პოპკო.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი