ზედიზედ მეორე დღეა უკრაინის სამხრეთ საპორტო ქალაქი ოდესა რუსეთის თავდასხმის სამიზნეა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, შავი ზღვიდან დაფიქსირდა "კალიბრის" ტიპის რაკეტების გაშვება.
ოლეგ კიპერმა, ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ ფანჯრებს.
"არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს, არ გადაიღოთ და არ აჩვენოთ საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა", - თქვა კიპერმა ოთხშაბათს Telegram-ის გვერდზე.
რუსეთმა სამშაბათს განოხრციელებულ თავდასხმაზე თქვა, რომ ეს იყო პასუხი ორშაბათს, კიევის მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე. უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ კრემლმა გამოიყენა "კალბირის" რაკეტები, ასევე "შაჰიდის" დრონები.