ფინანსური პრობლემების შექმნით ვერ გამაჩერებენ - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ყადაღა პოლიტიკური ნიშნით -  ასე აფასებენ ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტებიც და თავად ჯაფარიძეც ამ ფაქტს მაჟორიტარ კანდიდატად კენჭის ყრის შესახებ ჯაფარიძის განცხადებას უკავშირებენ. მათი შეფასებით, ეს ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს შეაფერხოს და ებრძოლოს ოპონენტებს.

უცებ ახლა შემთხვევით დღეს გაახსენდათ. მგონია, რომ არის კავშირში იმასთან, რომ დავუდექი ვოლსკის. პრიმიტივიზმის ნიმუშია, ანუ რა ხალხი არიან, ძალიან ნათლად ჩანს ხელისუფლებაში, რა მოიფიქრეს დილიდან, რა ვიცი, ალბათ შეეშინდათ თუ შეფუცხუნდნენ და იფიქრეს, რა ვქნათ და მოიფიქრეს, რომ ძველი ჯარიმები გამიცოცხლონ და ამით ფინანსური პრობლემები შემიქმნან. ამით ვერ გამაჩერებენ, - ამბობს "გირჩის" ლიდერი. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მიესალმება, განსაკუთრებით კი გია ვოლსკის წინააღმდეგ, რომელიც მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" გამორჩეულად კომკავშირის ნომენკლატურაა. 

ამ რეპრესიული მექანიზმის ამოქმედებას, დაყადაღებას, სასაცილო თემაა იმდენად უკვე თვალსაჩინოა მათი დამოკიდებულება წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით, როდესაც, მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელსაც სულ რამდენიმე საათია გაცხადებული აქვს ამის შესახებ, უყადაღებენ ანგარიშებს, - ამბობს იგი. 

"ევროპული საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელმაც ასევე ღიად დაუჭირა მხარი ჯაფარიძის კანდიდატურას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, ამბობს, რომ "ქართული ოცნება", უბრალოდ ბეცია.

კაცმა გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის მაჟორიტარულ ოლქში და პირდაპირ დააწიეს ქვითრები და ყადაღა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არააადეკვატურია "ქართული ოცნება". ვფიქრობ, რომ ზურაბ ჯაფარიძე იქნება ძალიან კარგი კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთისთვის. ივანიშვილი გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, ზურა  ჯაფარიძე კი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს პოლიტიკოსი, - განაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ მაჟორიტარად კენჭისყრას დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აპირებს, სადაც ის მმართველის პარტიის კანდიდატის გია ვოლსკის კონკურენტი იქნება. ჯაფარიძის კანდიდატურას ღიად დაუჭირეს მხარი "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ"

ჯაფარიძის ანგარიშებს კი ყადაღა მას შემდეგ დაედო, რაც მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი