"ოდესა. მიკოლაევი. რუსი ტერორისტები აგრძელებენ მცდელობებს გაანადგურონ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლე. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არიან დაღუპულები... ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს!
მაგრამ ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ სიცოცხლე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ".
დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იცავს ხალხსა და მონაწილეობს რუსული ტერორის შედეგების აღმოფხვრაში.