ევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. საუბარია ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტსა და ფუფუნების სხვა საქონელზე დაწესებულ შეზღუდვებზე. სანქციები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვასაც, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობისა და ლიცენზიების შეჩერებასაც.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნული პაკეტი პირველად 2014 წელს შემოიღო, ხოლო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ის მნიშვნელოვნად გააფართოვა.

სულ, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი