რუსული ტყუილი ირაკლი ღარიბაშვილისგან. საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრალდებები არც უყურადღებოდ და არც უპასუხოდ რჩება. უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერი კოლეგებთან ერთად "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრს ამხელს და კვლავ კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებაში ადანაშულებს.
დავით არახამია ღარიბაშვილს ტყუილსა და შუღლის გაღვივებაში ღიად ადანაშულებს. ლაპარაკია პრემიერის განცხადებაზე, რომ თითქოსდა უკრაინა ხელს უშლიდა საქართველს სტატუსის მიღებაში - კიევშიც, თბილისშიც და ბრიუსელშიც ყველა ერთსულოვნად ამბობს, რომ პირიქით, რუსეთთან სისხლისმღვრელ ომში ჩართული უკრაინა დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოს ინტერესების დასაცავადაც იბრძოდა.