„ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

„ვნახეთ მინიშნებები, რომ რუსეთი ემზადება პოტენციურად შეუტიოს სამოქალაქო გემებს, რომლებიც მარცვლეულს ატარებენ შავი ზღვის გავლით", - ამის შესახებ თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილე, ოლივია დალტონი საუბრობს, რომლის განცხადებასაც CNN ავრცელებს.

ასევე, თეთრ სახლში ამბობენ იმასაც, რომ რუსეთის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა გლობალური სურსათის მიწოდებას დიდ გამოწვევას უქმნის, ასევე, არსებობს ფასების ზრდის რისკი, რაც განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე აისახება. 

"ისინი მიუთითებდნენ ფაქტზე, რომ განიხილავდნენ ნებისმიერ სამოქალაქო გემს შავ ზღვაში, შესაძლო გადაზიდვად, რომელიც შეიცავდა სამხედრო ტვირთს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამით", - განაცხადა დალტონმა. 

დალტონმა ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

„ჩვენ ვნახეთ რუსული თავდასხმების სამი დღე - სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები შავი ზღვის საპორტო ქალაქებზე, რაც უკრაინაზე თავდასხმის ნაწილი და მცდელობაა, აღადგინოს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, რაც სასურსათო დაუცველობაზე დიდ გავლენას მოახდენს", - განაცხადა დალტონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი