თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე არის უკრაინის ბრძოლის ველზე და კიევი მას ეფექტურად იყენებს.
"უკრაინელებისგან პირველადი გამოხმაურება მივიღეთ და ისინი საკმაოდ ეფექტურად იყენებენ მას", - თქვა ბრიფინგზე კირბიმ.
20 ივლისს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ.
7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ საბრძოლო მასალას.
კასეტური იარაღის გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა შშ, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციას არ შეერთებიან.