უკრაინა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს - კირბი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შტატებმა შესაძლოა უკრაინას  F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს. ამ თემაზე მან  Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"F-16-ები უკრაინაში დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ჩავა. მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ მხოლოდ F-16-ები შეძლებენ სიტუაციის შეცვლას [ბრძოლის ველზე]", - თქვა კირბიმ. 

მან დასძინა უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი