რუსეთმა დონეცკის რეგიონში, ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს. როგორც დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ტელეგრამ არხზე იტყობინება, ავაიერიშს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ასევე არიან დაშავებულები.
არსებული ინფორმაციით, რუსებმა სოფელი არტილერიით დაბომბეს.
"შუადღის სამ საათზე რაშისტებმა სოფელი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ", - წერს კირილენკო.