"განცხადება, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემები სამხედრო ტვირთის გადამზიდავად აღიქმება, გულისხმობს მათ შემოწმებას" | რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი ვერაშინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ შავი ზღვის გასწვრივ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური მატარებელი, გულისხმობს მათ შემოწმებას.

"ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ გემს არ გადააქვს რაიმე ცუდი, რაც გულისხმობს... საჭიროების შემთხვევაში შემოწმებას", - ამბობს ვერაშინი.

ვერაშინის თქმით, სიტუაციის გამწვავების ფონზე, რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალ მარშრუტებზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, შავ ზღვაში გემების ტრანზიტის პრობლემა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას იქნება განხილული. 

შეგახსენებთ, რომ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებიდან რამდენიმე საათში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში პორტებისა და შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათთვის პოტენციურად სამხედრო ტვირთის გადამზიდავად იქნება აღქმული ყველა გემი რომელიც უკრაინის პორტისკენ გაემართება. 

მოგვიანებით საპასუხო განცხადება გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ ისინიც პოტენციური სამხედრო ტვირთის მატარებლად აღიქვამდნენ ყველა გემს, რომელიც რუსული პორტებისკენ მიდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი