დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურ მიმოხილვაში რუსი სამხედრო ბლოგერის, იგორ გირკინის დაკავებაზე წერს. უწყების შეფასებით, რუსეთში მისი დაკავება სამხედრო ბლოგერებში აღშფოთებას გამოიწვევს.
დაზვერვის თქმით, გირკინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა უკრაინაში ომის წარმართვის გამო, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კრიტიკა პირდაპირ მიმართული იყო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი მიმართ.
გირკინი პარასკევს, 21 ივლისს ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს. მას გუშინვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.