ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს - აღსრულების ბიურო

გამოქვეყნდა:

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. ამ თემაზე ბიურომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების დაწესება. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებას პოლიტიკურ პარტიასთან, პარტიის ქონებასა და საბანკო ანგარიშებთან და მოვალის პოლიტიკურ საქმიანობასთან შემხებლობა არ აქვს.
ასევე, მოვალეს, კანონის შესაბამისად, შეზღუდვა დაწესებული აქვს მხოლოდ ჯარიმის თანხის ოდენობაზე და მას აქვს შესაძლებლობა სურვილისამებრ განკარგოს დანარჩენი თანხა, - წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ, 2018 და 2019 წლებში შემოსული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, კიდევ ორი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჯაფარიძის ანგარიშებს ყადაღა გუშინ, 10 აგვისტოს, მას შემდეგ დაედო, რაც პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრიდა კენჭს. ჯაფარიძის გარდა, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს  "გირჩის" ბორდის წევრს იმედა კლდიაშვილსაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი