რუსეთი ამტკიცებს, რომ ოდესაში ის ობიექტები გაანადგურა, სადაც "ტერაქტები მზადდებოდა"

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა". 

უწყება ამტკიცებს, რომ "ოდესის ოლქში რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები უპილოტო კატერების გამოყენებით მზადდებოდა და ობიექტზე უცხოელი დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ".

შეგახსენებეთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი