იუნესკომ უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რუსული თავდასხმა დაგმო. ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გენერალური დირექტორი, ოდრი აზული გამოეხმაურა - "ეს საშინელი ნგრევა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ძალადობის მორიგი ესკალაციის ნიშანია", - თქვა აზულიმ.
მან მოუწოდა რუსეთს, გადადგას ხელშესახები ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც დაკავშირებულია მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან.
გასულ ღამეს, რუსეთმა ოდესა დაბომბა. რუსულმა რაკეტებმა იუნესკოს მიერ დაცული ქალაქ ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანა. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, ასევე მეცნიერთა სახლი და სხვა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები.
მომხდართან დაკავშირებით, იტალიამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს უკრაინას, ოდესის რეკონსტრუქციაში.
ცნობისთვის, 25 იანვარს იუნესკომ ქალაქი ოდესა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. იუნესკოს კონვენციით, წევრები, რომელთა შორისაა რუსეთიც, ვალდებულნი არიან „არ მიიღონ მიზანმიმართული ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებენ მათ ან კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მემკვიდრეობას“.