გასული კვირას უკრაინამ სამხრეთ ფრონტზე 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთის ფრონტზე12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით 4 კილომეტრით დაწინაურდნენ.

"უკრაინის ჯარებმა სამხრეთ ფრონტზე შეტევის დროს გაათავისუფლეს 192 კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია. [...] უკრაინის ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას რამდენიმე სექტორში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით", - თქვა მალიარმა.

მისივე თქმით,საკვანძო ბრძოლები გრძელდება კლეშჩიევკას, ანდრეევკას, კურდიუმოვკას მიდამოებში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის მოხდა 35 შეტაკება 5 მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი