რუსეთი ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს გემში, რომელიც დონის როსტოვში მიდიოდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს გემის ბორტზე, რომელიც თურქეთიდან დონის როსტოვში მარცვლეულისთვის მიემართებოდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ მაისში აღნიშნული გემი უკრაინის პორტ კილიაში იმყოფებოდა.

"22 ივლისს ასაფეთქებელი ნივთიერების - დინიტროტოლუოლისა და ტეტრილის კვალი აღმოაჩინეს უცხოური მშრალი სატვირთო გემის სათავსოში, რომელიც თურქეთიდან დონის როსტოვის პორტში მარცვლეული კულტურების ჩასატვირთად მიდიოდა.

ასევე გამოვლინდა მშრალი სატვირთო გემის სტრუქტურულ ნაწილებში მესამე მხარის ჩარევის ნიშნები", - ამბობენ რუსეთის FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ივლისში თურქეთის ტუზლას პორტში უკრაინის 12 მოქალაქისგან შემდგარი გემის ეკიპაჟის სრული შეცვლა მოხდა და გემის სახელი შეიცვალა.

"ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს უცხოური სამოქალაქო გემის გამოყენების შესაძლებლობაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების უკრაინის ტერიტორიაზე მიტანისთვის", - ამბობს რუსეთის FSB.

ცნობისთვის, კილიას პორტი არ იყო გაერო-ს შუამავლობით გაფორმებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ნაწილი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი