ლიეტუვის სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (VGT) სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა თავმჯდომარეობდა, ქვეყანამ უკრაინის დახმარების სამწლიან გეგმას მხარი დაუჭირა, რომელიც თავდაცვისთვის 200 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა VGT-ზე ლეიტუვას თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა წარადგინა. გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკის მიწოდებას, რომელიც ლიეტუვას აქვს, არამედ ახალის შეძენასაც. ასევე დახამრებაში შედის უკრაინელი სამხედროების მომზადება და მათი რეაბილიტაცია ლიეტუვაში.