ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში Leopard 2A4-ის პარტია და ჯავშანტრანსპორტიორი გაგზავნა.
"ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება 4 Leopard 2A4 ტანკისგან, გარდა ამისა 6 Leopard 2-ისა, იგივე მახასიათებლებით, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს" - აცხადებენ უწყებაში.
გარდა ამისა, ესპანეთმა გაგზავნა ათი TOA M-113 ჯავშანტექნიკა, ათი სატვირთო მანქანა, მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკა. ტვირთში ასევე შედის სამი სამოქალაქო სასწრაფო და ჯავშანტექნიკა.