უკრაინული დრონების კიდევ ერთი შეტევა მოსკოვზე. რუსეთის დედაქალაქის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მრავალსართულიან ბიზნეს-ცენტრს შეეჯახა, მეორე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან ახლოს ჩამოვარდა.
რუსულმა უწყებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა უწოდა. ოფიციალური კიევი კი კომენტარს არ აკეთებს.