"რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს" | ბორელი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას და მარცვლეულის საწყობის განადგურებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება. ამბობს, რომ რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს.

''რუსეთის მიერ სურსათის იარაღად გამოყენება და შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტა გავლენას ახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს'' - წერს ჯოზეფ ბორელი.

 შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერის პესკოვის თქმით, ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.

ცნობისთვის, ''მარცვლეულის შეთანხმება'' რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკასა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი