მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსმა ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს. როგორც ადნრიუშენკო Telegram-ზე წერს, ამჟამად ხიდებზე გასვლა შეზღუდულია.
"მარიუპოლში ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეულთან თავდაცვითი ნაგებობები მოაწყვეს. ახლა ხიდებზე გასვლა შეზღუდულია, ხოლო თავდაცვითი ნაგებობების ტერიტორია შემოღობილია" - წერს ანდრიუშენკო.