უკრაინა გააგრძელებს შეტევას ყირიმსა და ყირიმის ხიდზე - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა გაარძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე და ყირიმის ხიდზე, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს.

სამშაბათს უკრაინულმა თვითმფრინავებმა ყირიმში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს, მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, რაც ქერჩის ხიდზე მოხდა თავდასხმა.

"ყველა ეს სამიზნე არის ოფიციალური სამიზნე, რადგან ეს შეამცირებს ჩვენს წინააღმდეგ მათი ბრძოლის შესაძლებლობებს (და) დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში", - თქვა რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის მიზანი ხიდის სამუდამოდ გათიშვა, რეზნიკოვმა უპასუხა:

"ნორმალური ტაქტიკაა გაანადგურო შენი მტრის ლოგისტიკური ხაზები, რათა შეაჩერო მეტი საბრძოლო მასალის, მეტი საწვავის, მეტი საკვების და ა.შ. მიღება ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი