"ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო" - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა ჟურნალისტის შეკითხვას მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ.
ჟან-პიერი ყირიმის ხიდზე თავდასხმებსაც გამოეხმაურა.
"ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, ეს მათი ომია. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება, მათ შეუძლიათ ის დაასრულონ ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, ნაცვლად სასტიკი თავდასხმებისა უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე.
რუსეთი ბომბავს უკრაინის პორტ ოდესას, კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ანადგურებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობაში შეტანილ ძეგლებს და ანადგურებს ათიათასობით ტონა მარცვლეულს, რომელიც უნდა გადაზიდულიყო მსოფლიოს გარშემო.
თქვენ მკითხეთ უკრაინული დრონების დარტყმებზე და იმაზე თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ამაზე, ჩვენ ცხადი ვიყავით, რომ ჩვენ ზოგადად მხარს არ ვუჭერთ შეტევებს რუსეთის შიგნით, მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა", - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერმა.
როგორც კარინე ჟან-პიერმა აღნიშნა, ამერიკა უკრაინის დახმარებასა და მხარდჭერას გააგრძელებს.
ცნობისთვის, გუშინ 24 ივლისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გვერდით არსებული შენობა, ასევე ბიზნესცენტრი.