ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსებმა რეგიონის ტერიტორია 55-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა.
მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა კახოვკის რაიონის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან", - დაწერა პროკუდინმა.