ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების კანონპროექტი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კანონპროექტი "უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების "უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაგრძელების შესახებ" დამტკიცების შესახებ, უკრაინაში საომარი მდგომარეობის 2023 წლის 18 აგვისტოს 05:30 საათიდან 90 დღის განმავლობაში, 15 ნოემბრამდე ითვალისწინებს.

გამოცემა Unian წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანსა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებს უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ უნდა აცნობოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი