უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 27 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 590 სამხედრო, 9 ტანკი, 40 მტრის ფრთოსანი რაკეტა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 244 270;
- ტანკი - 4 186;
- ჯავშანტექნიკა - 8 147;
- საარტილერიო სისტემა - 4 745;
- სარაკეტო სისტემა - 698;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 457;
- თვითმფრინავები - 315;
- ვერტმფრენი - 311;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 996;
- საკრუიზო რაკეტები - 1 347;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 229;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 708.