27 ივლისის გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დაბომბეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელი იყო.
მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა შავ ზღვაში მყოფი წყალქვეშა გემიდან "კალიბრის" ტიპის რაკეტები კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გაუშვეს, რამაც რაკეტების შემჩნევა ძალიან გაართულა.
დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო ტერმინალის ტექნიკა, განადგურდა დაცვის შენობა და ორი მანქანა.