ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს აწვდის | აშშ-ის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ჩინეთი რუსეთს აწვდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, - ამის შესახებ CNN ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

''საბაჟო მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავდაცვის კომპანიები სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ თავდაცვის კომპანიებს უგზავნიან სანავიგაციო აღჭურვილობას, სარადარო ტექნოლოგიებს, ჩამხშობ მოწყობილობებს და გამანადგურებლების რეაქტიულ ნაწილებს'' - ნათქვამია ანგარიშში. 

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩინეთი რუსეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა. 

''ვაჭრობა რეგურლირდება ჩინურ იუანში. ჩინეთმა გაზარდა რუსული ენერგიის იმპორტი და ფინანსური ინსტიტუტები ორივე ქვეყანაში", - წერია ანგარიშში. 

აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით, მარტში ჩინეთმა რუსეთს 12 მილიონ დოლარზე მეტი დრონი და თვითმფრინავების ნაწილები გადაუგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი