რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უწყება უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს. დრონით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმაც გაავრცელა.
"დღეს დილით კიევის რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის რეგიონის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატით. დრონი განადგურდა საჰაერო თავდაცვის საშუალებით. აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ არის", - წერს სამინისტრო Telegram-ზე.
ამ კვირაში მოსკოვზე დრონებით თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა ფიქსირდება. ორშაბათს 24 ივლისს დრონებით თავდასხმა მოხდა მოსკოვში კორპუსზე, მათგან ერთ-ერთი თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან მდებარეობდა.