რუსულ სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სამხრეთით უკრაინულმა კონტრშეტევამ მიაღწია რუსეთის მნიშვნელოვან თავდაცვით ხაზს.
ვიდეო გადაღებულია რუსეთის სამხედრო პოზიციიდან და ჩანს, უკრაინული სამხედრო მანქანა, რომელიც მიემართება თხრილისკენ ე.წ. "დრაკონის კბილების" დიდი რიგის წინ.
რუსებმა უკრაინაში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაამონტაჟეს "დრაკონის კბილების" ხაზები. "კბილები" სამი სიღრმის მწკრივადაა გაშლილი, რომლებიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული. ბეტონის ხაზების ორივე მხარეს რუსულმა ძალებმა ასევე გათხარეს მასიური ტანკსაწინააღმდეგო სანგრები.
გაურკვეველია, კონკრეტულად რა ხდება ვიდეოში. პროუკრაინული არხები ამბობენ, რომ მათი ძალები ამოწმებენ მანქანის უნარს, შეძლებს თუ არა ის გადალახოს თხრილი და "დრაკონის კბილები", ხოლო პრორუსული არხები ამტკიცებენ, რომ მანქანა, რომელიც ვიდეოში ჩანს, მათი ერთ-ერთი სამხედრო დარტყმის მსხვერპლია.
CNN-ის ინფორმაციით, ვიდეო აჩვენებს, რომ რომ უკრაინულმა კონტრშეტევამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მნიშვნელოვანი მიღწევები მოიპოვა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან უკრაინელების უნარი, რუსული ჯარები "დრაკონის კბილების" ხაზის უკან დაწიოს, აშკარა მაჩვენებელია, რომ კონტრშეტევა წარმატებულია.