27 ივლისს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"ოკუპანტები კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ კუპიანსკის რაიონს. თავდასხმა 21:15-ზე სოფელ ვონოსინივოში მოხდა, 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა - 3 ქალი და 2 კაცი.
ერთ-ერთი დაშავებული მრავლობითი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენ დაშავებულებს დახმარება ადგილზე გაუწიეს", - წერს სინეგუბოვი.
როგორც სინეგუბოვმა აღნიშნა, ოკუპანტების დანაშაულის დეტალებს სამართალდამცავები ადგენენ.