ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვსკს ეწვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვსკს ეწვია და სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედროები მოინახულა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის. გამარჯვება აუცილებლად იქნება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!" - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ​უკრაინის ლიდერმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის სხდომაც გამართა, სადაც ზამთრის სეზონისთვის მზადება და ბიუჯეტის საკითხები განიხილეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი