WSJ: საუდის არაბეთი გეგმავს, რომ აგვისტოში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

გამოქვეყნდა:

The Wall street Journal-ის ინფორმაციით, აგვისტოში საუდის არაბეთი გეგმავს, რომ უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინის თემასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე მიწვეული იქნებიან ძირითადად დასავლეთის ქვეყნები, უკრაინა, ასევე, ინდოეთი და ბრაზილია, მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთი.

შეხვედრები 5-6 აგვისტოს გაიმართება. WSJ-ს ცნობით, უკრაინა და დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები მოიტანს უკრაინის სასარგებლოდ სამშვიდობო პირობების საერთაშორისო მხარდაჭერას.

ჯერჯერობით უცნობია მიწვეულ ქვეყნებს შორის, რამდენი აპირებს შეხვედრაზე დასწრებას, თუმცა The Wall Street Journal წერს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც კოპენჰაგენში მსგავსი მოლაპარაკებების რაუნდს დაესწრენენ, სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზეც იქნებიან.

უკვე დადასტურებულია, რომ მოლაპარაკებებში ჩართული იქნება ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა და პოლონეთი. სავარაუდოა, რომ შეხვედრას ასევე დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი