"პუტინს არ შეუძლია დაიკავოს ჩვენი პორტები... მთელ მის ფლოტს უბრალოდ ჩავძირავთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
''ბრძოლის ველზე ყველა ქმედება აჩვენებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და ჩვენი განადგურება. მათი სურვილები უცვლელია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ამის ძალა აღარ შესწევთ'', - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმითვე, რუსეთს აღარ აქვს უკრაინის სრული ოკუპაციის შესაძლებლობა. მისი თქმით, უკრაინა არ მისცემს რუსეთს გაძლიერების საშუალებას, ისე როგორც ომის დაწყებისას იყო.
''ადეკვატურია თუ არა, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით ამაზე ვისაუბროთ. პუტინს არ შეუძლია, დაიკავოს პორტები. ეს არის სამხედრო ქმედება. ეს არ არის ომიც კი. მას არ შეუძლია ჩვენს პორტებში დადგომა, ეს შეუძლებელია. მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მთელ მის ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. მან ეს კარგად იცის", - ამბობს ზელენსკი.