ხორვატიის მთავრობამ უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის 1 მლნ ევრო გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დახმარების პროექტი მიზნად ისახავს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დათვალიერებას ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ობიექტების არსებობისთვის, მათ განაღმვას და სოფლის თემებში საკვების წარმოების უსაფრთხოდ განახლებას.