"გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს" | სახდეპი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

გამოქვეყნდა:

"გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს", - ასე პასუხობენ აშშ-ის სახდეპში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით გამოცემა "აქცენტის" მიერ დასმულ შეკითხვას.

"არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს", - განუცხადა გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი