1 აგვისტოს მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 499 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 090 -ზე მეტი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა: დონეცკის რეგიონში - 483, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 95, ხერსონის ოლქში - 117, ზაპოროჟიეს ოლქში - 97, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 83.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.