ისრაელში, საბერძნეთში და თურქეთში რეგისტრირებულმა სამმა სამოქალაქო სატვირთო გემმა, შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადა გაარღვია და უკრაინაში ერთ-ერთ პორტში ჩადგნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პორტში სადაც გემები შევიდნენ რუმინეთთან ახლოს მდებარეობს. გემი სახელწოდებით Yilmaz Kaptain თურქულ- ქართული რეგისტრაციით რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში იმყოფებოდა. გემების თავზე შავ ზღვაში NATO-ს ოთხი სამხედრო თვითმფრინავი პატრულირებდა. აშშ-ს საზღვაო ძალების P-8 საპატრულო თვითმფრინავი, აშშ-ს არმიის ''ჩელენჯერ'' ზედაპირის სკანერების რადარი, აშშ-ის საჰაერო ძალების RQ-4 და NATO-ს სადაზვერვო თვითმფრინავი E-3.
შეგახსენებთ, რუსეთმა 17 ივლისს, შეწყვიტა ე.წ მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობა და ფაქტობრივად დემუქრა ყველა ქვეყანას, რომელთა გემებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებოდნენ. რუსეთმა განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართულად ჩათვლიდა ყველა იმ ქვეყანას, რომლის დროშიც ქვეშ მცურავი გემებიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამოჩნდებოდა.
ცნობისთვის, ამის მიუხედავად ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ივლისის ბოლოს წერდა, რომ გაზრდილი სამხედრო მზაობის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა შეძლოს უკრაინის სრული ბლოკადა შავ ზღვაში.