შაქარაშვილის საქმის მასალებს არ ჩავიბარებ - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატი, გამოძიების მხრიდან უფლებადამცველებზე ზეწოლაზე საუბრობს. როგორც ალექსანდრე კობაიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა, მას დღეს, 12 აგვისტოს საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაურეკა: "მითხრა, რომ თუ ასლებს არ ჩავიბარებდით, საქმიდან ჩამოგავცილებდნენ". 

გადაცემის წამყვანის, ნათია გოგსაძის შეკითხვას, ვინ არის ეს გამომძიებელი, კობერიძე ასე პასუხობს: "სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელიც ამ საქმეზე მუშაობს, დამირეკა". 

მისივე თქმით, ეს ზარი დაცვის მხარის მიმართ პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს. თუმცა ალექსანდრე კობერიძე ამბობს იმასაც, რომ დაცვის მხარე საქმის მასალებს არ ჩაიბარებს, შესაბამისად ხელს არც გაუთქმელობის ხელწერილს მოაწერს. 

ფაქტობრივად, დაცვის მხარის მიერ არჩეულ სტრატეგიას ცდილობენ, რომ მუქარით და შანტაჟით მოახდინონ რომ თურმე ჩვენ უნდა მივცუნცულდეთ და მასალები ჩავიბაროთ. კიდევ ერთხელ ვეუბნები მთავარ პროკურატურას და ვინც არიან იქ ე.წ. "მამები" და რომლებიც გეგმავენ ამ მარაზმს, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ მასკარადში და არ გვაქვს სურვილი, რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რომ რეალურად დაცვის განხორიელების უფლება არ მოგვეცეს, - ამბობს კობერიძე. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს განუმარტა, რომ საქმის მასალებს მხოლოდ გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერის შემდეგ მიიღებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.

პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი