
საუდის არაბეთში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებებს, რომელიც ჯედაში ტარდება, 40-მდე ქვეყნის უსაფრთხოების მრჩეველი ესწრება. შეხვედრაზე უკრაინის "მშვიდობის ფორმულას" განიხილავენ.
მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს რუსეთი, რადგან აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის მშვიდობის ფორმულა უარყო. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთის დუმის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს ''სურს გაიგოს, რა მიზნებია დასახული და რა იქნება განხილული შეხვედრაზე''.
დასავლეთის ქვეყნების გარდა, ცნობილია, რომ შეხვედრას ესწრება ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მექსიკა, ჩილე და სამხრეთ აფრიკა.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკებებზე დამსწრე ყველა ქვეყანას, მათ შორის განვითარებად ქვეყნებსაც მიმართა, რომლებიც ომის დროს გამოწვეული შავი ზღვის შეთანხმების დარღვევით დაზარალდნენ.
'' ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოება, მილიონობით ადამიანის ბედი აფრიკაში, აზიაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიწევს მსოფლიო მშვიდობის ფორმულის განხორციელებისკენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.